მსოფლიო დღეს

წაიქცა კომპიუტერთან: დისტანციურად მომუშავე მამაკაცს კომპენსაციას გადაუხდიან

როგორც აღმოჩნდა, კანონი შრომითი საქმიანობის დაზღვევის შესახებ ვრცელდება იმ შემთხვევებზეც, როდესაც ადამიანი მუშაობს სახლიდან ან რაიმე სხვა ადგილიდან.
Sputnik
თბილისი, 11 დეკემბერი - Sputnik. გერმანიაში საინტერესო შემთხვევა მოხდა - გერმანულმა სასამართლომ კომპანიას დააკისრა კომპენსაციის გადახდა თანამშრომლისთვის, რომელმაც სახლიდან დისტანციურად მუშაობისას ხერხემალი დაიზიანა. ამის შესახებ The Guardian წერს.
გამოცემის ცნობით, მამაკაცი წაიქცა, როდესაც საძინებლიდან სამუშაო კაბინეტში მიდიოდა, რომელიც სახლის ქვედა სართულზე მდებარეობს. კიბეზე ჩასვლისას ის წაიქცა და ხერხემალი დაიზიანა.
დისკრიმინაცია, შვებულება და უსაფრთხოება: შრომის კოდექსი კარდინალურად იცვლება
დაზარალებულმა ჯერ თანხა დამსაქმებლის სადაზღვევო კომპანიისგან მოითხოვა. მაგრამ მან უარი თქვა ეს საქმე განეხილა როგორც სამუშაო ადგილზე მიღებული ტრავმა, ამიტომ თანამშრომელმა სასამართლოს მიმართა.
ხანგრძლივი განხილვის შემდეგ, უზენაესმა ფედერალურმა სოციალურმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება დაზარალებულისთვის კომპენსაციის გადახდის შესახებ. როგორც გაირკვა, კანონი შრომითი საქმიანობის დაზღვევის შესახებ ვრცელდება იმ შემთხვევებზეც, როდესაც ადამიანი მუშაობს სახლიდან ან რაიმე სხვა ადგილიდან.