საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მთავარი საახალწლო ნაძვისხის ანთებას ათასობით ადამიანი დაესწრო. ცერემონიისას რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დროებით გადაიკეტა. ცერემონიაში თბილისის მერი კახა კალაძე და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობდნენ. ისინი ოჯახებთან ერთად მივიდნენ ნაძვისხესთან, რათა ქვეყნის მოსახლეობისთვის მომავალი 2022 წელი მიელოცათ.