ყვითელი ამბები

„კინოსავით ისტორიაა...“ - როგორ გაიცნო ქართველმა ირინა შეიკმა მილიარდერი ქმარი?

მირანდა შელია რამდენიმე თვის წინ ოლიგარქის შვილიშვილზე გათხოვდა და მას შემდეგ სოციალურ ქსელებში აღარ აქტიურობს.
Sputnik
ცოტა ხნის წინ მოდელმა მირანდა შელიამ, რომელიც ბოლოს დროს სოციალურ ქსელებში აღარ აქტიურობს, „ინსტაგრამის“ ხელმომწერების კითხვებს უპასწუხა. ერთ-ერთი ხელმომწერი დაინტერესდა, როგორ გაიცნო საყვარელი ადამიანი. „კინოსავით ისტორიაა. როგორღაც მოგითხრობთ ამას პოსტში“, - ასე უპასუხა მირანდამ მას.
ცოტა ხნის წინ მოდელმა სექტემბერში 30 წლის იუბილე მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა. დაბადების დღის წვეულებაზე მირანდას მილიარდერმა ქმარმა რამდენიმე სიმღერაც კი შეასრულა. დაბადების დღის ამსახველი ვიდეოები ქართველმა მომღერალმა ქეთა თოფურიამაც გამოაქვეყნა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“, რომელიც მოდელის საუკეთესო მეგობარია.
მირანდა შელია, რომელსაც ქართველ ირინა შეიკს უწოდებენ, მაისში გათხოვდა. რუსული მასმედია აქტიურად წერს ქართული წარმოშობის მოდელის მირანდა (მიმი) შელიასა და რუსი ოლიგარქის შვილიშვილის გრიგორი მამურინის მოულოდნელი ქორწინების შესახებ. წყვილი ურთიერთობას ქორწილამდე არ ასაჯაროვებდა, ამიტომ მათი ქორწილი ერთგვარი სიურპრიზი აღმოჩნდა საზოგადოებისთვის.
გრიგორი მამურინი ცნობილი გახდა 2015 წელს, როდესაც მან ბლოგერობა გადაწყვიტა. ხაბაროვსკელი ოლიგარქის შვილიშვილი თავის ვიდეოებში ხალხს სთხოვდა, ფულის სანაცვლოდ უზნეო საქციელი ჩაედინათ, მაგალითად, საზოგადოებრივ ადგილზე გაშიშვლებულიყვნენ, ან ჭიქა შარდი დაელიათ. მდიდარი მემკვიდრის ბლოგებმა ინტერნეტში დიდი სკანდალი გამოიწვია, რის შემდეგაც მამურინმა ეს საქმიანობა შეწყვიტა.
ფო­ტო­მო­დე­ლი მირანდა შელია წლე­ბია მოს­კოვ­ში ცხოვ­რობს, თუმ­ცა ხში­რად სტუმ­რობს სა­ქარ­თვე­ლოს. 30 წლის მო­დე­ლი ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია Instagram-ზე. მირანდა შელიასთვის, რომელსაც საზოგადოება მიმი შელიად იცნობს, ეს მეორე ქორწინებაა.