თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 3.542 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.648 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი შიდა ქართლია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი - 558, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 276, შიდა ქართლი - 251, აჭარა - 187, ქვემო ქართლი - 182, კახეთი - 154, მცხეთა-მთიანეთი - 117, გურია - 85, სამცხე-ჯავახეთი - 64, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 20.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2.234 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 827.676-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 64 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 12.695-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 45.967 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.164 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.422, იმერეთში - 1.307, აჭარაში - 516.
1.560 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 334 პირი, მათგან თბილისში – 182, აჭარაში - 35, იმერეთში - 34. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 1.174 ადამიანი, მათ შორის 742 - თბილისში, 255 - აჭარაში. 38.629 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 37 ადამიანი. მათ შორის, თბილისში – 35, აჭარაში – 2.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 39.512 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.542-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 886.364-ს მიაღწია.