მსოფლიო დღეს

დამანგრეველი ტორნადო: აშშ-ის ხელისუფლება ათობით მსხვერპლზე საუბრობს

აშშ-ის აღმოსავლეთ ნაწილში ტორნადოს შედეგად ნაწილობრივ ჩამოინგრა კომპანია Amazon-ის საწყობი ილინოისის შტატში, ნანგრევებში ათობით ადამიანია
Sputnik
თბილისი, 11 დეკემბერი - Sputnik. კენტუკის შტატში (აშშ) დამანგრეველი ტორნადოს მსხვერპლთა რიცხვმა შესაძლოა 50-ს გადააჭარბოს, განაცხადა გუბერნატორმა ენდი ბეშირმა.
Fox2-ის ცნობით, აშშ-ის აღმოსავლეთ ნაწილში ტორნადოს შედეგად ნაწილობრივ ჩამოინგრა კომპანიაAmazon-ის საწყობი ილინოისის შტატში, ნანგრევებში ათობით ადამიანია მოყოლილი.
ტელეარხი KAIT იტყობინება, რომ ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა არკანზასში მოხუცთა თავშესაფარში ტორნადოს შედეგად. ტენესის შტატში კი ტორნადოს სამი ადამიანი ემსხვერპლა.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ დაღუპულთა რიცხვი 50-ს გადააჭარბებს, შესაძლოა 70-ს ან თუნდაც 100-ს მიუახლოვდეს”, - განაცხადა კენტუკის გუბერნატორმა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ქვეყანაში საგანგებო რეჟიმი მოქმედებს. სტიქიის შედეგებს კენტუკის ეროვნული გვარდია და შტატის პოლიცია ებრძვის. სტიქიის შედეგად განსაკუთრებით დაზიანდა ქალაქი მეიფილდი (Mayfield), სადაც საწარმოო ფაბრიკაში სახურავი ჩამოინგრა.