ყვითელი ამბები

„შე ძუკნა დედაბერო, ძლივს რომ გასაღდი და ტვინი წაიღე...“ – რა მისწერეს ნანუკა გულუას?

Sputnik
მსახიობი ნანუკა გულუა, რომელიც საზოგადოების ნაწილმა ლაქტაციის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო მწვა­ვედ გა­აკ­რი­ტი­კა, აცხადებს, რომ ძალიან ცუდი შეტყობინებები მიიღო დაუმსახურებლად.

„ძალიან მძიმე კვირა მქონდა, დაუმსახურებლად მივიღე ამდენი ნეგატივი. მინდა ამ თემაზე ვილაპარაკო. არ ვიცი, ეს მოსაწონი იქნება თუ ისევ განხილვის თემა. „შე ძუკნა დედაბერო, ძლივს რომ გასაღდი და ტვინი წაიღე", „იიი გავთხოვდი, რა კარგია“ – მსგავსი ტიპის მესიჯები მივიღე. მილიონი ბოდიში იმ დედებს, რომლებმაც მომწერეს და ამიხსნეს, თუ რა ტკივილი მივაყენე მათ“, – განაცხადა მსახიობმა ტელეკომპანია „ფორმულის“ ეთერში, გადაცემაში „ქალები“.

ნა­ნუ­კა გუ­ლუამ მანამდე გა­და­ცე­მა­ში აღ­ნიშ­ნა, რომ არ მოს­წონს, რო­დე­საც ქუ­ჩა­ში ხე­დავს, რო­გორ აჭ­მევს მე­ძუ­ძუ­რი დედა ბავ­შვს.