თბილისი, 10 დეკემბერი - Sputnik. თბილისის დროით 22:30 საათზე მარტვილთან ახლოს მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა. ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი იტყობინება.
მიწისძვრის სიმძლავრე 3 მაგნიტუდა იყო.
ინფორმაცია ნგრევის ან დაზარალებულების შესახებ არ ვრცელდება.