თბილისი, 10 დეკემბერი - Sputnik. საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, გადაჭარბებული სისწრაფით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბუნებრივი აირის მილს შეეჯახა.
შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდა მამაკაცი მიღებული მძიმე დაზიანებებით ადგილზევე გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.