თბილისში 4 ათასზე მეტი აბონენტი გაზის გარეშე დარჩება

გაზმომარაგება აბონენტებს დღეს 10:00 საათიდან შეუწყდებათ, მისი აღდგენა კი დღის ბოლომდე მოხდება.
Sputnik
თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. გაზგამანაწილებელ ქსელზე აღმოჩენილი დაზიანების გამო გაზის მიწოდება 4.280 აბონენტს შეუწყდება, იუწყება გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯი“.
შეზღუდვა ძირითადად ვარკეთილისა და ვაზისუბნის რაიონების მოსახლეობას შეეხება. ქსელზე აღმოჩენილი დაზიანების გამო აბონენტებს გაზის მიწოდება 9 დეკემბრის 10:00 საათიდან შეუწყდებათ. გაზმომარაგების აღდგენა დღესვე 13:00 საათიდან ეტაპობრივად დაიწყება და 20:00 საათისთვის დასრულდება.
კონკრეტული ქუჩების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.
კომპანია „თბილისი ენერჯი“ აბონენტებს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტის გამო.