სვანეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგა

Sputnik
თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის 43-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამეგრელოს რეგიონიდან მაღალმთიანი სვანეთისკენ მიმავალ გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა ქვათაცვენისა და ზვავსაშიშროების გამო 6 დეკემბერს დაწესდა.
სვანეთის გზაზე გიგანტური ლოდები ჩამოცვივდა - ვიდეო
გზის სავალის ნაწილის ერთი მონაკვეთის გახსნა იმავე დღეს მოხერხდა, გზის მეორე ნაწილის გასუფთავება კი გუშინ გახდა შესაძლებელი – ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების ჩატარების შემდეგ.
ადგილზე სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები ახორციელებდნენ.