S&P-მა „საქართველოს რკინიგზის“ სარეიტინგო პროგნოზი გააუმჯობესა

Sputnik
თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Standard & Poor’s Global Ratings-მა (S&P) „საქართველოს რკინიგზის“ რეიტინგის მოლოდინის პროგნოზი გააუმჯობესა და იგი „ნეგატიურიდან“ „სტაბილურით“ შეცვალა, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
რეიტინგის გაუმჯობესება დაკავშირებულია მიმდინარე წელს ტვირთბრუნვის სტაბილურ ზრდასთან და საოპერაციო მაჩვენებლების გაუმჯობესებასთან.
ასევე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს 2021 წელს განხორციელებული 500 მლნ დოლარის ევროობლიგაციების რეფინანსირება, რითაც „საქართველოს რკინიგზამ“ სასესხო ხარჯი მნიშვნელოვნად შეამცირა.
საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა ბოლო შვიდ წელიწადში პირველად გაიზარდა
„სარეიტინგო კომპანია S&P-ის ახალი შეფასებით, „საქართველოს რკინიგზის“ რეიტინგი დადგენილია „B+“ დონეზე „სტაბილური“ პროგნოზით“, – ნათქვამია განცხადებაში.
„საქართველოს რკინიგზის“ წარმატებები
„საქართველოს რკინიგზის“ ტვირთბრუნვა 2021 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10%-ით გაიზარდა და 6 მლნ ტონა შეადგინა. კომპანიის ინფორმაციით, 2021 წლის ორი კვარტლის მონაცემები კი ბოლო 11 წლის მანძილზე რეკორდულ მაჩვენებლებს იძლევა.
ხელისუფლება საქართველოს რკინიგზის გაყიდვას არ აპირებს
სახელმწიფო კომპანია „საქართველოს რკინიგზა" ამჟამად როგორც სარკინიგზო გზების, ისე სარკინიგზო შემადგენლობების მფლობელია და თავად ადგენს მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვის ტარიფებს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მონაცემებით, 2020 წელს სარკინიგზო გადაზიდვები 10,9 მლნ-დან 11,1 მლნ ტონამდე გაიზარდა. რაც შეეხება მგზავრთნაკადს, კომპანიამ 800 ათასი ადამიანი გადაიყვანა.