ყვითელი ამბები

„ძალით რომ მიგათხოვა დედაშენმა. რა იცი, რომ თოშასთვის უკანასკნელი ხარ“– რა მისწერეს მოდელს

მილიონერ თოშა ქებურიას ცოლი 23 წლის ასაკში მესამე შვილს აჩენს.
Sputnik
ორსული ქეთი ჟღენტი, რომელიც ცოტა ხანში მესამე შვილის დედა გახდება, სოციალურ ქსელში თავდასხმის მსხვერპლი გახდა. „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ მოდელმა მიმოწერები გამოაქვეყნა, სადაც სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, რომ „საშინლად არის დასიებული“ და მალე ისევ იქნება ორსულად, რადგან მას და მის დედას „მხოლოდ შვილების გაჩენა შეუძლიათ და მეტი არაფერი“.
„ძალიან შურს ახლა შენი ბედნიერი ცხოვრებით ვითომ ვინმეს, ძალით რომ მიგათხოვა დედაშენმა, სასაცილოები ხართ. გაგასაღა მილიონერზე. შენ რა იცი, რომ თოშასთვის უკანასკნელი ხარ“, – სწერენ ქეთის. „ბოროტება კარგს არაფერს მოგიტანთ“, – წერს მოდელი.
მოგვიანებით, როგორც ჩანს, მან უამრავი თბილი წერილი მიიღო და დაწერა, რომ იცის, რომ ასეთ ადამიანებს პასუხი არ უნდა გასცეს, თუმცა მის მდგომარეობაში ძნელია ამდენი ბოროტების იგნორირება.
ქეთი ჟღენტი ორსულობის მერვე თვეშია და პატარას იანვარში ელოდება. მილიონერ თოშა ქებურიასთან მოდელს უკვე ჰყავს ორი შვილი - კატერინა და ბუბა. აღმოჩნდა, რომ მოდელი ამჯერად გოგონას ელოდება.
ქეთი ჟღენტი და თოშა ქებურია საქართველოში ცნობილი წყვილია. მათ 2017 წელს ნიშნობის შემდეგ ქორ­წი­ლი ორ­ჯერ გა­და­ი­ხა­დეს. წყვი­ლი სა­კუ­თარ ქორ­წილ­ში ვერ­ტმფრე­ნით მი­ვი­და. დღემდე ლაპარაკობენ მათ სა­ქორ­წი­ნო ტორ­ტზე – ასე­თი გრან­დი­ო­ზუ­ლი ტორ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში აქამ­დე არ დამ­ზა­დე­ბუ­ლა. მისი წონა 400 კგ-ს შე­ად­გენ­და, სი­მაღ­ლე – 5 მეტრს, და ტორ­ტის დამზადებაზე 12 დი­ზა­ი­ნე­რი მუ­შა­ობ­და.
ქეთის სოციალური ქსელიდან ჩანს, რომ თოშას მეუღლე ძალიან უყვარს და საჩუქრებით ხშირად ანებივრებს. თავიანთი ოჯახური იდილიის სურათებს თოშა და ქეთი ხშირად უზიარებენ საზოგადოებას.