პრინცი ჰარი, რომელიც ახლა პროფესიონალური ქოუჩინგის და ფსიქიკური ჯანმრთელობის კომპანიაში BetterUp-ში მუშაობს, ბოლო ინტერვიუში აცხადებს, რომ თუ ადამიანი სამსახურში თავს უბედურად გრძნობს, უნდა წავიდეს.
დიდი ბრიტანეთის პრინცის აზრით, ასე მოქცევა ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე დადებით ეფექტს მოახდენს. ჰარი გვირჩევს, რომ ყოველთვის ის საქმე ვაკეთოთ, რომელიც ბედნიერებას გვანიჭებს.
Fast Company-სთან ინტერვიუში მან ისიც თქვა, რომ პანდემიის ფონზე სამსახურის დატოვება „არც ისე ცუდია“. იგი ამბობს, რომ თვითშემეცნებას ცვლილებების საჭიროებაც ახლავს თან.
„შეიძლება გარეგნულად ისე ჩანდეს, თითქოს ამ ბოლო რამდენიმე წელმა წამოსწია ეს საკითხები წინა პლანზე, მაგრამ რეალურად ისინი დიდი ხნის განმავლობაში მწიფდებოდა: ჩვენ ფსიქოლოგიური გამოღვიძების საწყის ეტაპზე ვართ“, – ამბობს ჰარი.