თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. რუსეთში ფედერალური ქართული ნაციონალურ-კულტურული ავტონომიისა და ქართულ–რუსული ურთიერთობების აღორძინებისა და განვითარების ფონდის პრეზიდენტი დავით ცეცხლაძე შეაჯამებს გასული წლის შედეგებს და ასევე განსაზღვრავს დიასპორის განვითარების პრიორიტეტებს მომავალი 2022 წლისთვის, აცნობეს „Sputnik–საქართველოს" ქართულ დიასპორაში.
ქართული დიასპორის 2021 წლის საქმიანობის შესახებ საანგარიშო კონფერენცია 15 დეკემბერს, 18:00 საათზე მოსკოვის ეროვნებათა სახლში გაიმართება. შეხვედრას დიასპორის, მთავრობისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან. ღონისძიებაზე რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ბმულზე.
„2021 წელი ჩვენ რუსეთში ქართული დიასპორის გაერთიანების წლად გამოვაცხადეთ, 15 დეკემბერს კი გაწეული საქმიანობის შესახებ მოხსენებით გამოვალ. წელს დიასპორამ გაერთიანებისკენ რთული, მაგრამ საინტერესო გზა გაიარა. მოხდა გაერთიანებების რეანიმაცია რუსეთის ფედერაციაში და დიასპორის ცხოვრებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებების განხორციელების დაწყება. მე ასევე ვისაუბრებ მომავალი წლის გეგმებსა და დიასპორის განვითარების მთავარ ვექტორზე“, – განაცხადა ცეცხლაძემ.
დავით ცეცხლაძე ქართული ნაციონალურ–კულტურული ავტონომიის სხდომაზე
© Courtesy of Federal Georgian national-cultural autonomy in Russia
ადრე დავით ცეცხლაძე ნაციონალობის ფედერალურ სააგენტოსთან არსებულ ნაციონალურ-კულტურული ავტონომიების საკითხებში მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში შევიდა. შესაბამის ბრძანებას ხელი სააგენტოს ხელმძღვანელმა იგორ ბარინოვმა მოაწერა.
ფედერალური სააგენტო არის რუსეთის ფედერაციის აღმასრულებელი ხელისუფლების ფედერალური ორგანო, რომელიც ახორციელებს სახელმწიფოს ეთნიკური პოლიტიკის რეალიზაციას და სახელმწიფო და ფედერალური მიზნობრივი პროგრამების რეალიზაციას ეროვნებათშორისი ურთიერთობების სფეროში.
სააგენტო რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით 2015 წლის 31 მარტს დაფუძნდა.