ყვითელი ამბები

რატი ფერიის ფრთებით და მამულიჩა მომღერალი ქუდით – მაკა ზამბახიძე ვიდეოს აქვეყნებს

Sputnik
ცნობილმა მომღერალმა მაკა ზამბახიძემ საახალწლო სამზადისი უკვე დაიწყო. ამის შესახებ მისი „ინსტაგრამიდან” ხდება ცნობილი. როგორც ჩანს, მაკას სამზადისში მეგობრები ეხმარებიან.
„რატი მირთავს სახლს”, – დაწერა მაკამ და ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, თუ როგორ აქტიურადაა ჩართული სახლის მორთვის პროცესში მომღერალი რატი დურგლიშვილი.
ასევე მათთან ერთადაა პროდიუსერი კახი მამულაშვილი, რომელიც მეგობრებთან ერთად საზეიმო განწყობაზეა.