ყვითელი ამბები

„ჩემი პირველი სიყვარული იყო, ვდნებოდი...“ – ბახვა ბრეგვაძე ეკა მამალაძეზე საუბრობს

Sputnik
ტელეწამყვანი ბახვა ბრეგვაძე გადაცემა „აკუსტიკას“ სტუმრობდა, სადაც ქართულ სიმღერაზე და მის სიყვარულზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბავშვობის შემდეგ ხანგრძლივი პაუზა ჰქონდა ქართული სიმღერის მოსმენასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ბავშვობაში ძალიან უყვარდა ქართული სიმღერა.
„ჩემ დროს იყვნენ ეკა მამალაძე და გოგი დოლიძე. ეკა მამალაძე, პირდაპირი გაგებით, ჩემი პირველი სიყვარული იყო. ვდნებოდი, რომ ვხედავდი. ჩვენთან სტუმრად რომ მოდიოდა, სულ წითელი ვიყავი. მერე რომ „გამიბაზრეს“ ეკა უყვარსო, გადავიყვარე“, – გაიხსენა ტელეწამყვანმა.