ქუთაისში 25 წლის ორსული გარდაიცვალა: ოჯახი ექიმებს დაუდევრობაში ადანაშაულებს

ტყიბულის მკვიდრი ახალგაზრდა ქალი საკეისრო კვეთის დროს გარდაიცვალა, ახალშობილი გადაარჩინეს
Sputnik
თბილისი, 9 დეკემბერი - Sputnik. მშობიარობის დროს გარდაცვლილი 25 წლის ტყიბულელი გოგონას ოჯახი გარდაცვალების მიზეზის დადგენას და დამნაშავეების დადგენას ითხოვს.
როგორც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ იტყობინება, თამარ გოგიბერიძე ორსულობის 39-ე კვირაში გეგმიურ საკეისრო კვეთამდე ორი დღით ადრე ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში მუცლის ძლიერი ტკივილით შეიყვანეს. ახალგაზრდა ქალი მშობიარობისას გარდაიცვალა, ახალშობილი გადაარჩინეს.
COVID-19 - ბოლო ცნობები
ტრაგიკული შემთხვევა ქუთაისში: კორონავირუსის გამო მშობიარე დედა გარდაიცვალა, ჩვილი გადარჩა
ოჯახი ამტკიცებს, რომ გოგონა ექიმების დაუდევრობის გამო გარდაიცვალა, რადგან ყველა მისი ანალიზი წესრიგში იყო.
ექიმმა მაია ქარქაშაძემ, რომელიც ორსულობის მიმდინარეობას აკვირდებოდა, „რუსთავი 2“-ს განუცხადა, რომ პაციენტს ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია. კლინიკაში აცხადებენ, რომ შემოსვლისას პაციენტი გონზე იყო, მაგრამ ოპერაციის დროს მას გული გაუჩერდა.
ექიმები გარდაცვალების ზუსტ მიზეზებზე ჯერ არ საუბრობენ და ექსპერტიზის შედეგებს ელოდებიან.
ტრაგიკული შემთხვევა 29 ნოემბერს მოხდა.