ყვითელი ამბები

„ქალი, რომელზეც ერთხელაც კი არ უჭორავიათ...“ – თიკა ფაცაციას ფოტოს აჟიოტაჟი მოჰყვა

თიკა ფაცაციას ტელეეკრანებიდან თუ სოციალური ქსელიდან ბევრი იცნობს. ის „ინსტაგრამზე“ განსაკუთრებით აქტიურია და საკუთარ ხელმომწერებს ხშირად აწვდის სხვადასხვა სასარგებლო ინფორმაციას.
Sputnik
თიკა ფაცაცია თავისი გარეგნული მონაცემებითა და გემოვნებით მუდამ იმსახურებს მაყურებლის დიდ ყურადღებას. ახლახან მან სტეფანეს მიერ „ნიჭიერის“ ლაივზე გადაღებული ფოტო განათავსა სოციალურ ქსელში. თიკა წითელ მოკლე კაბასა და ამავე ფერის ფეხსაცმელებში ბრწყინავს და, რასაკვირველია, ფოტოს მნახველებს არ გამორჩენიათ მისი მომნუსხველი ფეხები.
„ეს ფეხები გვაგიჟებს“, „თქვენზე ვიტყვი ხმამაღლა, რომ შეუდარებელი ბრძანდებით“, „საოცრად ლამაზი ხართ და ამავდროულად ძალიან თბილი და მოსიყვარულე“, „ქალი, რომელზეც ყვითელ პრესას ერთხელაც კი არ უჭორავია. მიყვარს და რა ვქნა. ფოთის სიამაყე ხართ“, „თიკა ძალიან მაგარი ადამიანი ხარ, ყოველთვის ყველაფერში გეთანხმები“, „შხვართი თიკა“, „რომ დაგებმება ენა და ჩაგივარდება“, – უწერენ თიკას კომენტარებში.
თიკა ფაცაცია რეიტინგული ტელეწამყვანია. არ ნელდება მისი მეუღლის მიმართ ინტერესიც. ფაცაციას მეუღლე ბიზნესმენი დავით ანთელიძეა. თიკამ დავით ანთელიძეზე 17 წლის ასაკში იქორწინა. მეუღლე მასზე გაცილებით უფროსია, თუმცა წყვილის ქორწინება მყარი გამოდგა. დავით ანთელიძეს არ უყვარს საჯარო ადგილებში გამოჩენას და თავს არიდებს კამერებს. პირად ცხოვრებაზე არც ფაცაციას უყვარს საუბარი.
მათი ოჯახი მრავალი წლის წინ შეიქმნა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა თიკა კარიერას იწყებდა. დავით ანთელიძე მაშინ ამერიკაში ცხოვრობდა, ფაცაცია ტელევიზორში ნახა და თბილისში დაბრუნების შემდეგ გადაწყვიტა, პირადად გაეცნო. თიკას და დავითს სამი ვაჟი ჰყავთ, უფროსი თვრამეტი წლისაა, უმცროსი − ხუთის. ტელეწამყვანი აღნიშნავს, რომ ფორმაში ყოფნის სტიმულს მისი მეუღლე აძლევს.