თეა წულუკიანმა სამი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელები დანიშნა

სამივე ამ თეატრების მოქმედი სამხატვრო ხელმძღვანელი იყო, მაგრამ მათი უფლებამოსილების ვადა იწურებოდა.
Sputnik
თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა სამი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელები დანიშნა. ამის შესახებ კულტურის მინისტრმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის გადაწყვეტილებით, რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რეჟისორი და მსახიობი ლევან (ლეო) გაბრიაძე გახდა, ჩრდილების სახელმწიფო პროფესიულ თეატრ „აფხაზეთს“ რეჟისორი, მსახიობი და დრამატურგი გელა კანდელაკი უხელმძღვანელებს, ხოლო შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ დრამატულ თეატრს – რობერტ სტურუა.

სამივე მათგანი ამ თეატრების მოქმედი სამხატვრო ხელმძღვანელი იყო, მაგრამ მათი უფლებამოსილების ვადა 2021 წლის 31 დეკემბერს იწურებოდა.