თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორი კრისტალ უოტერსი (Crystal Waters) ახალი წლის ღამეს – 31 დეკემბერს დედაქალაქის კლუბ MonoHall Club-ში წარდგება, იუწყებიან ორგანიზატორები Facebook-ზე.
თბილისში გამართულ საღამოზე ასევე დაუკრავენ დიჯეები AVIVX, Levi Love Disco, Tobako Tween და Levi Love Disco B2B Tobako Tween.
კრისტალ უოტერსის ჟანრებია ჰაუსი და საცეკვაო მუსიკა. უოტერსი პოპულარული გახდა 1990-იან წლებში ჰიტების Gypsy Woman და100% Pure Love-ის წყალობით, 2007 წელს იგი დაუბრუნდა ჩარტებს სინგლით Destination Calabria, რომელიც ჩაწერა ალექს გაუდინოსთან ერთად.
2016 წლის ბოლოს ჟურნალ Billboard-მა იგი საცეკვაო მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მომღერლად დაასახელა. მომღერლის ჯილდოები მოიცავს ASCAP Songwriter Awards-ის ექვს ჯილდოს, American Music Award, MTV Video Music Award nod-ის სამ ნომინაციას და Billboard Music Awards-ის ოთხ ჯილდოს.