ყვითელი ამბები

„ღვთაება ხარ...“ – ირაკლი მაქაცარია ლიზა ჩიჩუას კომპლიმენტებით ავსებს

Sputnik
ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას წყვილი საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ბოლო პერიოდში ცნობილი წყვილი თავშეყრის ადგილებში თითქმის სულ ერთად ჩნდება.
შეყვარებულები თავიანთ მიმდევრებს სოციალურ ქსელში ხშირად ანებივრებენ ერთად ყოფნის ამსახველი ფოტო თუ ვიდეოისტორიებით. ასრულებენ TikTok-ის არაერთ ცნობილ ტრენდს.
ამჯერად ახალი ფოტოები ლიზა ჩიჩუამ გამოაქვეყნა საკუთარ „ინსტაგრამის“ გვერდზე და, ტრადიციულად, არაერთი დადებითი შეფასება დაიმსახურა. ინტერნეტ-მომხმარებლები წერენ, რომ ლიზა მუდმივად ბრწყინვალე ფორმაშია და „უმაგრესი დედის ულამაზესი შვილია“.
წყვილის გულშემატკივრებს არც ირაკლი მაქაცარიას კომენტარი დაუტოვებიათ ყურადღების მიღმა. „ღვთაება ხარ“, – წერს კომენტარებში ირაკლი მაქაცარია.