COVID-19 - ბოლო ცნობები

გამოქვეყნდა „ომიკრონის“ პირველი მიკროფოტო – გადაღებულია ელექტრონული მიკროსკოპით

Sputnik
თბილისი, 8 დეკემბერი − Sputnik. ჰონკონგის უნივერსიტეტმა გამოაქვეყნა კორონავირუსის ახალი შტამის – „ომიკრონის“ ფოტო, რომელიც მეცნიერებმა ელექტრონული მიკროსკოპის მეშვეობით მიიღეს.
გავრცელებული ინფორმაციით, სამედიცინო ფაკულტეტის მეცნიერებმა პათოლოგიებისა და ვირუსოლოგიის სფეროს სპეციალისტების დახმარებით შეძლეს გადაეღოთ „ომიკრონით“ ინფიცირებული მაიმუნის თირკმლის უჯრედის მიკროფოტო, რომელიც დიდი და მცირე გაფართოებებით გამოაქვეყნეს.
როგორც მკვლევარებმა განმარტეს, მცირე გაფართოების ფოტოზე ჩანს უჯრედების დაზიანება გადიდებული ვეზიკულებით, რომლებიც პატარა შავ ვირუსულ ნაწილაკებს შეიცავს. დიდი გაფართოების ფოტო კი აჩვენებს ვირუსული ნაწილაკების აგრეგატებს ზედაპირზე გვირგვინის ფორმის საცეცებით.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ჰონკონგის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის კათედრის მკვლევარებმა კლინიკური ნიმუშებიდან „ომიკრონის“ გამოყოფა შეძლეს, რაც ახალი შტამის წინააღმდეგ ვაქცინის შექმნის საშუალებას იძლევა.
COVID-19 - ბოლო ცნობები
„ომიკრონის“ სიმძიმე: ჯანმოში ახალი ვარაუდები გამოითქვა
შტამი B.1.1.529, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „ომიკრონი“ უწოდა, პირველად მიმდინარე წლის ნოემბრის შუა რიცხვებში აღმოაჩინეს ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. მეცნიერების ვარაუდით, ახალი შტამით შეიძლება დაინფიცირდნენ როგორც ვაქცინირებულები, ისე დაავადება-გადატანილებიც. მას გადადების მაღალი უნარი და ანტისხეულებისადმი მედეგობა ახასიათებს, თუმცა საბოლოო დასკვნის გაკეთება ჯერჯერობით მაინც ნაადრევად მიაჩნიათ.
დღევანდელი მონაცემებით, „ომიკრონი“ უკვე მსოფლიოს 57 ქვეყანაშია გამოვლენილი.