დათვი მოუსვენარი ბელების გზაზე გადაყვანას ცდილობს – მხიარულმა ვიდეომ სოცქსელები დაიპყრო

ცხოველების და ფრინველების ვიდეოები ხშირად ვირუსულად ვრცელდება სოციალურ ქსელებში და დიდ პოპულარობას იძენს.
Sputnik
ვიდეოში ჩანს, როგორ გადაჰყავს დათვს ბელები სამანქანო გზაზე. პროცესს გვარიანად ართულებენ მოუსვენარი ბელები, რომლებიც დედას არ ემორჩილებიან. მთელი ამ „ოპერაციის“ წარმატებით დასრულებას კი მოთმინებით ელოდება ორივე მხრიდან შეჩერებული ტრანსპორტი.