ყვითელი ამბები

„მეტი თავშეკავება გმართებთ“ – ალეკ ბოლდუინი და მისი მეუღლე ვნებიანი ფოტოს გამო გააკრიტიკეს

Sputnik
უკვე ორი თვე გავიდა გადასაღებ მოედანზე დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, თუმცა ალეკ ბოლდუინი, რომლის მიერ გასროლილმა შემთხვევითმა ტყვიამ ოპერატორი გალინა ჰატჩინსის სიცოცხლე შეიწირა, კვლავ ყურადღების ცენტრშია და მის თითოეულ მოქმედებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.
ამჯერად კრიტიკა მისი მეუღლის ჰილარი ბოლდუინის „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ ფოტოს მოჰყვა. ფოტოზე წყვილი ერთმანეთს ვნებიანად კოცნის. სწორედ აღნიშნულმა ფოტომ გამოიწვია ხელმომწერების გაღიზიანება. „მეტი თავშეკავება გმართებთ“, „ამის დროა?!“, „შეიძლება ამას აკეთებთ, მაგრამ ამის სააშკარაოზე გამოტანა რა საჭიროა?“ – წერენ კომენტარებში.
ცოტა ხნის წინ ფილმ Rust-ის გადასაღებ მოედანზე დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა პირველი ოფიციალური ინტერვიუ მისცა. მისი მონოლოგი მძიმე მოსასმენი იყო. ინტერვიუს დროს ბოლდუინმა ძალიან ემოციურად ისაუბრა და ცრემლები ვერ შეიკავა. 63 წლის მსახიობმა განაცხადა, რომ გადასაღებ მოედანზე იარაღის სასხლეტისთვის ხელი არ გამოუკრავს.
ვესტერნის გადასაღებ მოედანზე ბოლდუინის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად 42 წლის ოპერატორი გალინა ჰატჩინსი დაიღუპა, ფილმის რეჟისორი კი დაიჭრა.