COVID-19 - ბოლო ცნობები

პლუს 4.226: კოვიდ-მონაცემები განახლდა

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 817.963 ადამიანი; ჩატარებულია 2.264.582 აცრა, ერთ დღეში აცრილია 11.943 ადამიანი.
Sputnik
თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 4.226-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 875.806-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 817.963 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 4.091), გარდაიცვალა – 12.519 (ბოლო 24 საათში – 53). კარანტინის რეჟიმშია 39, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.371 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.189 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 55.130, კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 33.673, PCR–ტესტით – 21.457.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 7,67%, ბოლო 14 დღის – 8,31%, ბოლო 7 დღის – 7,96%.
სულ ჩატარებულია 2.264.582 აცრა, ერთ დღეში აცრილია 11.943 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.