ტრაგედია ინდონეზიაში: ვულკან სემერუს ამოფრქვევას მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა – ფოტო

ვულკანი სემერუ ინდონეზიის კუნძულ იავაზე შაბათს გააქტიურდა. გაზი და ფერფლი 15 კილომეტრზე ამოიფრქვა. შედეგად დაიღუპა მინიმუმ 13 ადამიანი.
Sputnik
ხელისუფლების ინფორმაციის თანახმად, ორი დაღუპულის ამოცნობა მოხერხდა. 98-მა ადამიანმა მიიღო დამწვრობა, დაშავებულთაგან 35 გადაყვანილია საავადმყოფოში. სტიქიური უბედურების ზონიდან ევაკუირებულია 900-ზე მეტი ადამიანი. ლავამ სტრატეგიული მნიშვნელობის ხიდი დააზიანა, ასევე დანგრეულია რამდენიმე შენობა.
შაბათს საერთაშორისო მედიასაშუალებები გადასცემდნენ, რომ სემერუს თავზე ცა ფერფლმა და მტვერმა დაფარა, ჩამოწვა გავარვარებული მეწყერი, ქუჩებში ვულკანიდან ამოსროლილი ქვების ცვენა დაიწყო.
1 / 10

ვულკანი სემერუ ბოლო თვეების განმავლობაში მეორედ ამოიფრქვა

2 / 10

გაზი და ფერფლი ცაში 15 კილომეტრის სიმაღლეს აღწევდა

3 / 10

დაღუპულთა რაოდენობა 13-მდე გაიზარდა

4 / 10

დაახლოებით 100-მა ადამიანმა მიიღო ტრავმა

5 / 10

უბედურების ზონიდან ევაკუირებულია 900-ზე მეტი ადამიანი

6 / 10

თვითმხილველების თქმით, ვულკანის გამო ცა დაბნელდა

7 / 10

ვულკანი სემერუ მსოფლიოს ყველაზე დასახლებულ კუნძულ იავაზე მდებარეობს

8 / 10

ლავის გადმოდენამ ახლოს მცხოვრები ადამიანების პანიკა გამოიწვია

9 / 10

ბოლოს სემერუ 2021 წლის იანვარში ამოიფრქვა

10 / 10

სემერუ მსოფლიოს თითქმის 130 მოქმედ ვულკანს შორის ერთ-ერთია