ყვითელი ამბები

„ორი თვე იბრძოდა, მინდოდა ბოლოჯერ გველაპარაკა“– თამარ ჩერგოლეიშვილი სამწუხარო ამბავზე წერს

Sputnik
ცნობილ პოლიტიკოსს გიგა ბოკერიას მამა გარდაეცვალა. ამის შესახებ მისმა მეუღლემ, ჟურნალისტმა თამარ ჩერგოლეიშვილმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა. მისი თქმით, ლელო ბოკერია სიცოცხლისთვის ორი თვე იბრძოდა, ხვალ კი 77 წელი შეუსრულდებოდა.
ლელო (ლევან) ბოკერია არქიტექტორი და ცნობილი მოჭადრაკის ნანა ალექსანდრიას მეუღლე იყო.
1965 წლიდან მუშაობდა „თბილქალაქპროექტში". 1983 წლიდან ხელმძღვანელობდა არქიტექტურულ სახელოსნოს. 1989 წლიდან იყო საქართველოს არქიტექტორთა კავშირის რესპუბლიკური გაერთიანება „საქარქპროექტის“ მთავარი არქიტექტორი.
ძირითადი ნამუშევრებია: ბაიკალ–ამურის რკინიგზის მაგისტრალზე დაბა ნიას დაგეგმარება და განაშენიანება (1970–1980), თბილისში გამოთვლითი ცენტრის შენობა (1983), ბანკის შენობათა კომპლექსი (1983). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.