საქართველოში მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრის ეპიცენტრი 9 კმ სიღრმეზე მდებარეობდა.
Sputnik
თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. ქალაქ ნინოწმინდიდან 24 კილომეტრში, სოფელ სამებასთან 8 კილომეტრში 20:02 საათზე 3,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ნათქვამია სეიმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე.
მიწისძვრის ეპიცენტრი 9 კმ სიღრმეზე მდებარეობდა.
ინფორმაცია ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.
სოფელ სამებასთან მიწისძვრები ბოლო პერიოდში არც ისე იშვიათია.