თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში ჰაერის ტემპერატურა 24 გრადუსამდე გათბება, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
სინოპტიკოსები 9 დეკემბრამდე თბილ და უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.
დასავლეთ საქართველოში პლუს 19–24, აღმოსავლეთ საქართველოში კი 12–17 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.
მაღალმთიან რაიონებში 9 დეკემბერს თოვლია ნავარაუდევი. დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა პლუს 11–16 გრადუსამდე დაიკლებს, აღმოსავლეთ საქართველოში კი 10–15 გრადუსი იქნება.
ქვეყნის ტერიტორიაზე 10 დეკემბრიდან ისევ გამოიდარებს.
რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში უახლოეს დღეებში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. 9 დეკემბერს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა პლუს 13–15 გრადუსი იქნება.