ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდები ლონდონის ბირჟაზე: ერთი კვირის ვაჭრობის შედეგები

ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს მთავრობის ფასიანი ქაღალდების ღირებულება გასულ კვირაში შემცირდა.
Sputnik
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს სუვერენული ობლიგაციების ღირებულება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირაში 0,51%-ით შემცირდა და 98,77 დოლარი შეადგინა, მოგება შეადგენს 3,05%-ს, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის ანგარიშში.
კორპორაციული ობლიგაციებით ვაჭრობა
საინვესტიციო კომპანიის მონაცემებით, „საქართველოს ბანკის" ევროობლიგაციების ღირებულება ერთ კვირაში 0,28%-ით გაიზარდა, ვაჭრობა დაიხურა 2,27% მოგებით 105,95 პუნქტის ფასით. კომპანია Georgia Capital-ის გარიგებები ევროობლიგაციებზე დაიხურა 102,76 პუნქტის ფასით, 4,81% მოგებით, ფასი ერთ კვირაში 0,01%-ით შემცირდა.
„საქართველოს რკინიგზის" ევროობლიგაციების ღირებულება გასულ კვირაში 0,11%-ით შემცირდა 100,31 პუნქტამდე, მოგება შეადგენს 3,95%-ს.
საქართველოში იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციების გამოშვება შესაძლებელი ხდება
აქციებით ვაჭრობა
ფასი „საქართველოს ბანკის" აქციებზე ლონდონის საფონდო ბირჟაზე ერთ კვირაში 5,54%-ით გაიზარდა და ერთ აქციაზე 16,38 ფუნტი სტერლინგი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში ბანკის 383 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 15,38–16,46 ფუნტის დიაპაზონში.
კომპანია Georgia Capital-ის აქციების ფასი კვირის განმავლობაში გაიზარდა 0,15%-ით და ერთ აქციაზე 6,55 ფუნტი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 477 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შესრულდა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 6,36–6,78 ფუნტის დიაპაზონში.
TBC Bank-ის აქციები ერთ კვირაში 3,23%-ით გაიზარდა 16 ფუნტამდე ერთ აქციაზე. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 196 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 15,38–16,0 ფუნტის დიაპაზონში.