ყვითელი ამბები

ნუცა ბუზალაძე ამერიკაში ცნობილ დიჯეისთან ერთად ერთობა – ფოტო

Sputnik
ნუცა ბუზალაძე უკვე თვეზე მეტია აშშ-ში იმყოფება. ნუცა შესანიშნავ დროს ატარებს და ფოტოებსა და ვიდეოებს ამერიკული არდადეგებიდან ხელმომწერებს სიამოვნებით უზიარებს.
ის ამჟამად მაიამიში იმყოფება, სადაც ცნობილ პროდიუსერსა და ტრანს დიჯეის პოლ ოკენფოლდს შეხვდა და მასთან ერთად გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
ნუცას „ფეისბუქზე“ ასევე იხილავთ ვარდების დიდი თაიგულის ფოტოსაც, თუმცა ვინ გამოუგზავნა ის მომღერალს, უცნობი რჩება. გარდა ამისა, მომღერალი არ გვაკლებს შთამბეჭდავ ფოტოებს სანაპიროდანაც.