ყვითელი ამბები

მეგან მარკლის და პრინცი ჰარის გოგონა 6 თვის გახდა

Sputnik
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი 4 ივნისს გოგონას მშობლები გახდნენ. წყვილმა ქალიშვილს ლილიბეტ დიანა დაარქვა. ოფიციალურად კი სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ქალიშვილს დაარქვეს ლილიბეტ (ლილი) დიანა მა­უნტბეტენ-უინ­ძო­რი.
ყვითელი ამბები
„მეგან მარკლმა ჰარი საშინლად გამოიყენა...“ – დონალდ ტრამპის სკანდალური განცხადება
გოგონა სანტა-ბარბარას კლინიკაში დაიბადა. წყვილმა სახელი ლილი მისი უდიდებულესობის, დედოფლის პატივსაცემად დაარქვა, რომლის ოჯახური მეტსახელიც არის ლილიბეტი. მისი მეორე სახელი კი საყვარელი ბებიის, უელსის პრინცესის პატივსაცემად შეარჩიეს.
წყვილისთვის ლილი მეორე შვილია. მათ ასევე ჰყავთ ორი წლის ვაჟი არჩი ჰარისონ მა­უნტბეტენ-უინ­ძო­რი.
დიდ ბრიტანეთში ბევრს საუბრობდნენ, რომ პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქალიშვილისთვის ლილიბეტის დარქმევა უხეშობა და დამამცირებელია, რადგან ეს დედოფლის ოჯახური მეტსახელია. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ პრინცმა ჰარიმ ამის შესახებ დედოფლისგან ნებართვა აიღო.
როგორც ცნობილია, 36 წლის ჰარის ბებიასთან ახლო ურთიერთობა აქვს და პატარა ლილიბეტიც დედოფალს უკვე „წარუდგა“ ვიდეოზარით.