COVID-19 - ბოლო ცნობები

პლუს 4.509: კოვიდ-მონაცემები განახლდა

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 813.872 ადამიანი; ჩატარებულია 2.251.150 აცრა, ერთ დღეში აცრილია 12.194 ადამიანი.
Sputnik
თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 4.509-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 871.580-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 813.872 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 4.042), გარდაიცვალა – 12.466 (ბოლო 24 საათში – 59). კარანტინის რეჟიმშია 32, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.545 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.135 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 47.328, კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 36.011, PCR–ტესტით – 11.317.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 9,53%, ბოლო 14 დღის – 8,52%, ბოლო 7 დღის – 8,13%.
სულ ჩატარებულია 2.251.150 აცრა, ერთ დღეში აცრილია 12.194 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.