რას ვჭამთ: „დეზერტირების ბაზრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ხორცის მაღაზიები დალუქეს

Sputnik
თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა „დეზერტირების ბაზრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. „გვირაბში“ ხორცის სარეალიზაციო 10 ობიექტი შეამოწმეს, ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
შემოწმებული ობიექტებიდან სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევის, ხორცის შენახვისა და რეალიზაციის არასათანადო პირობების გამო 6 ობიექტი (5 ინდმეწარმე და შპს „დანტე“) დაჯარიმდა და კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
რა ვჭამთ: საქართველომ თურქეთს 25 ტონა დაინფიცირებული კარტოფილი დაუბრუნა
„ინსპექტირების შედეგად დაილუქა გაურკვეველი წარმომავლობის 40 კილოგრამი ხორცი, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს უფლებამოსილი პირის ზედამხედველობით განადგურდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს, არ შეიძინონ ხორცი ისეთ ადგილებში, სადაც მისი შენახვისა და რეალიზაციის სათანადო პირობები არ არის დაცული.