თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
Sputnik
თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 7 დეკემბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
საბურთალოს რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბახტრიონის, კოსტავას, ფანასკერტელ-ციციშვილის, მიხეილ ასათიანის, სიმონ ჩიქოვანის, ცინცაძის და საბურთალოს ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, ვაშლიჯვრის დასახლების, გელოვანის გამზირის, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდგორის, პეტრიწის, პეტრე სარაჯიშვილის, გოძიაშვილის, ლიხაურის, კოსტავას, ფანასკერტელ-ციციშვილის, მიხეილ თამარაშვილის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების და ბახტრიონის ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, საირმის გორის, საირმის, შმიდტის, ბურძგლას და გურამ ტატიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
14:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, მეფე მირიანის და ალექსანდრე მაჭავარიანის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ბადიაურის, ნიკოლოზ იზაშვილის, სართიჭალის, ავთანდილ კვეზერელი-კოპაძის, ხერხეულიძის, წურწუმიას, ქურხულის, ახმეტის, ირბახის, დედოფლისწყაროს, თელავის, ალიხანიანის, ბოროდინის, გურჯაანის, მარტყოფის, მახათას, მთავარანგელოზის, ნასაკირალის, სევანის, კონსტანტინე ერისთავის, ფაღავას, გონაშვილის, ცისკრის, ვარდისუბნის, ავლაბრის, არმაზის, ვახტანგ მეექვსეს და ლადო მესხიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), რაფიელ აგლაძის, ალექსი გოგოლაურის, სამტრედიის, ხოშარაულის და კოროშინაძის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იუმაშევის და ჭირნახულის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ვლადიმერ ნანეიშვილის, ხევძმარის, ანგია ბოჭორიშვილის, ქერჩის, ფორე მოსულიშვილის და მარატ ნოზაძის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.