სვანეთის გზაზე მოძრაობა ცალმხრივად აღდგა

აღნიშნულ გზაზე შეზღუდვა ქვათაცვენისა და ზვავსაშიშროების გამო ორშაბათს დილიდან დაწესდა.
Sputnik
თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 43-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სვანეთის გზაზე გიგანტური ლოდები ჩამოცვივდა - ვიდეო
სამეგრელოს რეგიონიდან მაღალმთიანი სვანეთისკენ მიმავალ გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა ქვათაცვენისა და ზვავსაშიშროების გამო ორშაბათს დილიდან დაწესდა.
ზემო სვანეთის გზაზე კლდე ჩამოიშალა, ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.