COVID-19 - ბოლო ცნობები

შეთანხმება შედგა – რა რეგულაციებით განახლდება ღამის კლუბების საქმიანობა

საქართველოში ღამის კლუბები კორონავირუსის პანდემიის გამო დაკეტილია, მაგრამ ინსპექცია ხშირად აჯარიმებს ობიექტებს, რომლებიც ივენთებს მალულად მაინც ატარებენ.
Sputnik
თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. გადაწყვეტილება, როდის და რა ფორმით განაახლებენ საქმიანობას ღამის კლუბები, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამშაბათს დაგეგმილ სხდომაზე იქნება მიღებული. აღნიშნული შეთანხმება ჯანდაცვის სამინისტროსა და ღამის კლუბების ასოციაციის წარმომადგენელთა შეხვედრაზე მიიღეს.
4 დეკემბერს შრომის ინსპექციამ ღამის კლუბების მეპატრონეები გააფრთხილა, რომ საბოლოო რეგულაციების შემუშავებამდე ობიექტების გახსნის შემთხვევაში ისინი დაჯარიმებასა და სხვა სანქციებს დაექვემდებარებიან.
ერთი დღით ადრე კი შრომის ინსპექციამ კლუბი „ხიდი“ 10 ათასი ლარით დააჯარიმა და დალუქა. აღნიშნული გადაწყვეტილებით უკმაყოფილო პირებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
შრომის ინსპექციამ ღამის კლუბები თვითნებური გახსნისთვის დააჯარიმა
„შეიძლება ითქვას, რომ ღამის კლუბებთან და შესაბამის ასოციაციებთან დამატებითი წესების შემუშავებაზე შეთანხმება იქნა მიღწეული", – განაცხადა შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ.
კოვიდ-პასპორტის დანერგვის გარდა, ღამის კლუბებში დამატებითი პრევენციული ზომები გატარდება, განაცხადა შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ.
რიგით მეხუთე შეხვედრაზე შრომის ინსპექციამ კლუბების წარმომადგენლებს შესთავაზა მომხმარებელს არა მარტო კოვიდ-პასპორტები შეუმოწმოს, არამედ ობიექტის ტერიტორიაზე მოქალაქეების რაოდენობა 50%-მდე შეამციროს. გარდა ამისა, კლუბები ვალდებული იქნებიან შეცვალონ სავენტილაციო სისტემა.
საქართველოში ღამის კლუბები 2020 წლის მარტში დაიხურა და მას შემდეგ არ უმუშავიათ. ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ობიექტები მუშაობას მხოლოდ ეპიდვითარების გაუმჯობესების შემდეგ შეძლებენ.