ყვითელი ამბები

ქეთა თოფურიას საახალწლო მორთულობა და სახლი, სადაც ცხოვრებაზე ყველა იოცნებებს – ვიდეო

Sputnik
ცნობილმა მომღერალმა ქეთა თოფურიამ სახლი საახალწლოდ გრანდიოზულად მორთო. ამის შესახებ მისი „ინსტაგრამიდან” ხდება ცნობილი. როგორც ჩანს, ქეთამ ამჯერად აქცენტი წითელ ფერზე შეაჩერა. ქეთა ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, რომ სახლი დიზაინერმა მორთო.
მომღერლის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ნახა პირველად მისმა ქალიშვილმა ოლივიამ საახალწლოდ მორთული სახლი და როგორი ოვაციებით შეხვდა მას.
მომღერალი მოსკოვის გარეუბანში ქმართან, ბიზნესმენ ლევ დენგოვთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. ადამ დენგოვი მას გასული წლის იანვარში შეეძინა.