ყვითელი ამბები

ლეონარდო დიკაპრიო პრემიერაზე ორსულ ჯენიფერ ლოურენსთან ერთად გამოჩნდა – ფოტოები

Sputnik
ლონდონში ფილმის „მაღლა არ აიხედო“ პრემიერა გაიმართა. წითელ ხალიჩაზე ორსული ჯენიფერ ლოურენსი ლეონარდო დიკაპრიოსთან ერთად გამოჩნდა.
კინოჩვენებაზე ჯენიფერი, რომელიც „ნეტფლიქსის“ ფილმში მეცნიერის როლს ასრულებს და სამყაროს გადარჩენას ცდილობს ლეოსთან ერთად, „დიორის“ ოქროსფერ კაბაში გამოჩნდა, მას „ტიფანის“ სამკაულები ეკეთა და ღვთაებრივად გამოიყურებოდა.
პრემიერაზე არ იმყოფებოდა ჯენიფერის მეუღლე. შეყვარებულის გარეშე იყო მოსული ლეოც, კამილა მორონე რატომღაც წითელ ხალიჩაზე არ გამოჩენილა. ლოურენსის ორსულობის შესახებ ცნობილი სამი თვის წინ გახდა. ის და მისი ქმარი კუკ მორონი პირველ შვილს ელოდებიან.