კახა კალაძემ დედაქალაქის რაიონების გამგებლები წარადგინა

Sputnik
თბილისი, 6 დეკემბერი − Sputnik. მეორე ვადით არჩეულმა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის ათივე რაიონის გამგებლები წარადგინა.
წარდგენილი პირებიდან ექვსი „ძველი" გამგებელია, ოთხი კი აღნიშნულ პოზიციას პირველად დაიკავებს.

„გამგებლებს, რომლებსაც დღეს წარვუდგენთ საზოგადოებას, თბილისელების და პირადად ჩემი, როგორც თბილისის მთავრობის ხელმძღვანელის წინაშე დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ. დარწმუნებული ვარ, ისინი ღირსეულად გაართმევენ თავს ამ უდიდეს პასუხისმგებლობას, რომელიც თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ დაგვაკისრა“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის რაიონების ხელმძღვანელების პოსტებზე წარდგენილი არიან:
საბურთალოს რაიონი – გაიოზ ვასაძე
მთაწმინდის რაიონი – დავით კირკიტაძე
კრწანისის რაიონი – ბექა მიქაუტაძე
ვაკის რაიონი – დავით კვინიკაძე
გლდანის რაიონი – ლევან ნაროუშვილი
სამგორის რაიონი – კახა სამხარაძე
ჩუღურეთის რაიონი – დავით უთმელიძე
დიდუბის რაიონი – ვლადიმერ ძნელაძე
ისნის რაიონი – ნიკოლოზ ელისაშვილი
ნაძალადევის რაიონი – ირაკლი ანდღულაძე.
გასულ კვირაში დედაქალაქის მერმა მოადგილეები და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები წარადგინა.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021 წლის ოქტომბერში ჩატარდა.