ოპოზიცია ზუგდიდის მერს საპროტესტო აქციებით უტევს – ვიდეო

ზუგდიდის მერიის შენობასთან ორშაბათს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა და მათმა მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
Sputnik
მომიტინგეები აპროტესტებდნენ მერიისა და საკრებულოს მუშაობის დაწყებას. ოპოზიციონერები მიიჩნევენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა ხმები მიითვისა და არჩევნებში უსამართლოდ გაიმარჯვა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასრულების დღიდან ოპოზიციის წარმომადგენლები რეგულარულად მართავენ საპროტესტო აქციებს და მოითხოვენ ახალ ადგილობრივ არჩევნებსა და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ დიდი გავლენა იქონია მიმდინარე მოვლენებზე.
მიუხედავად იმისა, რომ ვნებათაღელვამ იკლო, აქტივისტთა ჯგუფები კვლავ განაგრძობენ აქციების მოწყობას თბილისსა და სხვა ქალაქებში.