COVID-19 - ბოლო ცნობები

63 გარდაცვლილი: კოვიდ-მონაცემები განახლდა

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 809.830 ადამიანი; ჩატარებულია 2.238.070 აცრა, ერთ დღეში აცრილია 2.674 ადამიანი.
Sputnik
თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 1.778-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 867.071-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 809.830 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 3.234), გარდაიცვალა – 12.407 (ბოლო 24 საათში – 63). კარანტინის რეჟიმშია 36, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.455 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.121 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 25.855 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 16.445, PCR–ტესტით – 9.410.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 6,88%, ბოლო 14 დღის – 8,56%, ბოლო 7 დღის – 8,13%.
სულ ჩატარებულია 2.238.070 აცრა, ერთ დღეში აცრილია 2.674 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.