მარტყოფში ოჯახური კონფლიქტი მსხვერპლით დასრულდა

სამართალდამცველებმა გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყეს
Sputnik
თბილისი, 5 დეკემბერი – Sputnik. მარტყოფში მამაკაცმა დანით ჯერ მეუღლე დაჭრა, ხოლო შემდეგ საკუთარი თავი დაიზიანა, რაც მისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა. იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ოჯახური კონფლიქტის დროს დედ-მამის გაშველებისას მცირე დაზიანება მიიღო მათმა ქალიშვილმაც. რის შემდეგაც მამაკაცმა დაზიანებები ყელის არეში თავადაც მიიყენა.
დაშავებული ცოლ-ქმარი კლინიკაში გადაიყვანეს. მამაკაცისთვის საკუთარი ხელით მიყენებული ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა.
ოჯახური კონფლიქტი მარტყოფში გუშინ მოხდა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლით მიმდინარეობს (ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება).