თბილისი, 5 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 3.410 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.389 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი სამეგრელო-ზემო სვანეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი - 776, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 245, შიდა ქართლი - 210, კახეთი -182, ქვემო ქართლი -179, აჭარა -157 , სამცხე-ჯავახეთი - 91, გურია - 87, მცხეთა-მთიანეთი - 66, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 28.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4.732 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 806.596-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 46 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 12.344-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 46.327 აქტიური შემთხვევაა.
კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.458 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.554, აჭარაში - 551, იმერეთში -1.309.
1.583 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 378 პირი, მათგან თბილისში –204 , აჭარაში - 41, იმერეთში -34.
კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 1.242 ადამიანი, მათ შორის 807- თბილისში, 245 - აჭარაში.
38.627 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 36 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 34, ხოლო აჭარაში - ორი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 42.080ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.410-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 865.293-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.