მსოფლიო დღეს

ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ცნობები არ ვრცელდება.
Sputnik
თბილისი, 5 დეკემბერი – Sputnik. ინდონეზიის ჩრდილოეთ ნაწილში 6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი (EMSC) ავრცელებს.
მიწისძვრა ადგილობრივი დროით 08:47 საათზე (თბილისის დროით - 03:47) მოხდა.
მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი დასახლება ტობელოდან 259 კილომეტრში დაფიქსირდა. მიწისძვრის კერა 160 კმ სიღრმეზე მდებარეობდა.
სვანეთში მიწისძვრა მოხდა
დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ცნობები ჯერ არ ვრცელდება.
შაბათს კი (თბილისის დროით 10:00 საათზე) ინდონეზიის კუნძულ იავაზე ვულკან სემერუს ამოფრქვევა მოხდა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 41-მა ადამიანმა დამწვრობები მიიღო. ვულკანთან მიმდებარე დასახლებებში მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა, რასაც ართულებდა ძლიერი დაკვამლიანება, ამოფრქვევის შედეგად დაზიანებული გზები და დამწვარი ხიდი.