დევნილებსა და ეკომიგრანტებს ტექნიკა-დანადგარები და ხელსაწყოები გადაეცათ

წელს, საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამების ფარგლებში, ჯამში, 400-მდე დევნილი და ეკომიგრანტი დაფინანსდა.
Sputnik
თბილისი, 5 დეკემბერი – Sputnik. ასამდე დევნილსა და ეკომიგრანტს სამეწარმეო საქმიანობისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით ტექნიკა-დანადგარები და ხელსაწყოები გადაეცათ, იუწყება დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
სააგენტოს დირექტორის, ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, იძულებით გადაადგილებულმა პირებმა ინვენტარი თავადვე შეარჩიეს.
„ამ ეტაპზე, ტექნიკა და ინვენტარი მცირე მეწარმეებსა და პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულებს გადავეცით. სააგენტოს დახმარებით, უკვე ასობით დევნილმა და ეკომიგრანტმა წამოიწყო ან გააფართოვა საკუთარი საქმიანობა, გაუჩნდათ შემოსავლის წყარო, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.
დაბრუნებული მიგრანტების სია, რომლებსაც ტექნიკა გრანტის სახით გადაეცათ, სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მათი ვინაობა სპეციალურმა კომისიამ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად გამოავლინა.
მიმდინარე წელს, საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამების ფარგლებში, ჯამში 400-მდე დევნილი და ეკომიგრანტი დაფინანსდა.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველთათვის განაცხადების მიღებას წელიწადში ორჯერ ცხადდება.
დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ახორციელებს და მის მიზანს რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენს.