თბილისი, 5 დეკემბერი – Sputnik. ახალ ტურისტულ სეზონზე ბათუმში მოტოციკლებით სასწრაფო დახმარება გაჩნდება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.
სამედიცინო მოტოციკლების დანერგვის პროექტი დაიწყო მიმდინარე წლის ზაფხულში, როდესაც ჯანდაცვის სამინისტრომ კურორტზე სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება გადაწყვიტა. სამედიცინო მოტოციკლების პირველი პარტია უკვე შესყიდულია.
„სამედიცინო მოტოციკლეტებს პირველად ალბათ ბათუმში ვნახავთ. ვინაიდან, ჩვენი გადაწყვეტილებით, პირველად ეს მოტოციკლეტები საჭიროა ტურისტულ ქალაქებში. ვინაიდან იქ გადაადგილებაც უფრო რთულია სასწრაფოსთვის“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მისი თქმით, 105 პარამედიკოსი უკვე მზადაა შეუდგეს მუშაობას და მათი რიცხვი თანდათან გაიზრდება.
პარამედიკოსები გავლენ ისეთ გამოძახებებზე, როგორიცაა ავტოსატრანსპორტო შემთხვევა, ასევე ისინი მოემსახურებიან დამსვენებლებს საკურორტო ზონებში.