თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. ზემო სვანეთში, ლახამულის თემის სოფელ დიზთან 1 კილომეტრში 18:26 საათზე 3,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ნათქვამია სეიმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე.
მიწისძვრის ეპიცენტრი დაბა მესტიიდან 31 კილომეტრში, 1 კმ სიღრმეზე მდებარეობდა.
ინფორმაცია ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.
დღეს საქართველოში ეს უკვე მეორე მიწისძვრა იყო. 14:01 საათზე 3,1 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა ნინოწმინდის რაიონში, სოფელ სამებასთან, სადაც მიწისძვრები ბოლო პერიოდში არც ისე იშვიათია.