COVID-19 - ბოლო ცნობები

შრომის ინსპექციამ თბილისში ღამის კლუბი დააჯარიმა და დალუქა

კანონდარღვევის შემთხვევაში ობიექტის მფლობელი იურიდიული პირი 10 ათასი ლარით, ინდივიდუალური მეწარმე კი 2 ათასი ლარით დაჯარიმდება. ფაქტის განმეორების შემთხვევაში ობიექტი დაილუქება.
Sputnik
თბილისი, 4 დეკემბერი– Sputnik. 3-4 დეკემბრის ღამეს შრომის ინსპექციამ ზედამხედველობისას ღამის კლუბ „ხიდზე” აკრძალული გასართობი ღონისძიების გამართვის ფაქტი გამოავლინა, რის გამოც ობიექტი დაილუქა და 10 000 ლარით დაჯარიმდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ შრომის ინსპექციამ აღნიშნული ორგანიზაცია არაერთგზის გააფრთხილა მასობრივი გასართობი ღონისძიების ჩატარების აკრძალვასთან დაკავშირებით, ვინაიდან იზოლაციისა და კარანტინის წესების შესახებ საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებაში 1 დეკემბრიდან ამოქმედებული ცვლილებების მიხედვით, მასობრივი გასართობი თუ სოციალური ღონისძიებების განხორციელება კვლავ აკრძალულია.
გაფრთხილების მიუხედავად, კლუბის ხელმძღვანელობამ მხედველობაში არ მიიღო აღნიშნული გარემოება და ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის მიუხედავად, ორგანიზება გაუწია მასობრივ გასართობ ღონისძიებას.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ „მწვანე ზონების" კონცეფციის შექმნის მიზნით ღამის კლუბების ეტაპობრივ ჩართვასთან დაკავშირებით შრომის ინსპექცია მერიისა და ეკონომიკის სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან ერთად აქტიურად მუშაობს უსაფრთხო პროტოკოლის შექმნის საკითხებზე, რომლის შედეგადაც განხორციელდება სექტორის ფუნქციონირების განახლება.
შრომის ინსპექცია აქტიურად განაგრძობს მონიტორინგს მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც „მწვანე ზონების“ უსაფრთხო კონცეფციის მონიტორინგის კუთხით, ასევე ზედამხედველობას უწევს აკრძალული სოციალური ღონისძიებების გამოვლენის ფაქტებს.
COVID-19 - ბოლო ცნობები
„მწვანე პასპორტი“ ძალაში შევიდა: დაჯარიმდა თუ არა რომელიმე ბიზნეს-ობიექტი
„მწვანე ზონების“ კონცეფციის მიხედვით, „მწვანე სტატუსის" არმქონე პირების მომსახურებისთვის ბიზნეს-ობიექტები დაჯარიმებას ექვემდებარებიან. კერძოდ, თუ ისეთი ობიექტის ტერიტორიაზე, რომელიც „მწვანე ზონას" მიეკუთვნება, დაუშვებენ „მწვანე სტატუსის" არმქონე პირს, პასუხისმგებლობა დაწესებულების ადმინისტრაციას დაეკისრება.
კანონდარღვევის შემთხვევაში ობიექტის მფლობელი იურიდიული პირი 10 ათასი ლარით, ინდივიდუალური მეწარმე კი 2 ათასი ლარით დაჯარიმდება. ფაქტის განმეორების შემთხვევაში ობიექტი დაილუქება.