COVID-19 - ბოლო ცნობები

ბელგიაში ორ ბეჰემოთს კორონავირუსი დაუდასტურდა

პარკი სიფრთხილის მიზნით პერიოდულად ტესტავს ყველა ძუძუმწოვარს კორონავირუსზე, მაგრამ ტესტის დადებითი პასუხი პირველად დადასტურდა.
Sputnik
თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. ბელგიის ქალაქ ანტვერპენის ზოოპარკში ორი ბეჰემოთი კორონავირუსით დაინფიცირდა.
„ორი ჰიპოპოტამი იმანი (14,5 წლის) და ჰერმიენი (41 წლის) კორონავირუსით არიან დაინფიცირებულნი. ცხოველებს სურდოს გარდა სხვა რაიმე სიმპტომი არ აღენიშნებათ. ისინი თავს კარგად გრძნობენ. ზოოპარკის თანამშრომლებმა უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს“, - ნათქვამია ზოოპარკის პრესრელიზში.
ზოოპარკის ადმინისტრაცია ჯერ კიდევ ვერ პასუხობს კითხვას, თუ როგორ დაინფიცირდნენ ჰიპოპოტამები, იმის გათვალისწინებით, რომ ზოოპარკში მკაცრი სანიტარული წესები მოქმედებს. „ამ ბოლო დროს არცერთი მომვლელი არ დაინფიცირებულა... ისინი ყოველდღიურად ატარებენ სწრაფ ტესტებს და იცავენ პროტოკოლს“, - ნათქვამია პრესრელიზში.
პარკი სიფრთხილის მიზნით პერიოდულად ტესტავს ყველა ძუძუმწოვარს კორონავირუსზე, მაგრამ ტესტის დადებითი პასუხი პირველად დადასტურდა.
ამჟამად დამთვალიერებლებს ბეჰემოთების ნახვა არ შეუძლიათ. ვოლიერი გაიხსნება, როცა კორონავირუსის ტესტის უარყოფითი იქნება.